იყიდება ბინა ვარკეთილში საუკეთესო ადგილას, საუკეთესო კორპუსში! მონოლით ჯგუფის მიერ უმაღლესი ხარისხის გაზობლოკით აშენებული მყარი მონოლითური ფუნდამენტის მქონე კორპუსია. მეტროდან 5 წუთის სავალზე, წყნარ ადგილას, ევექსის პოლიკლინიკასთან ახლოს. ბინა არის ნათელი, მყუდრო, დიდი ცალკე სამზარეულოთი, ერთი საძინებლითა და მისაღები ოთახით, აივნით, აივანზე გაკეთებული სათავსოთი, ეზოში საბავშვო ზონით. ყველა ოთახში არის ფანჯარა. შესაძლებელია 3-ოთახიანად გადაკეთება. მიმდინარეობს რემონტი, გაყვანილია ელექტროობა და მთლიანი სანტექნიკა + ცენტრალური გათბობის სისტემა(დარჩენილია უკვე ნაყიდი რადიატორების დამონტაჟება), არმირ.ბადეზე ორპირად წასმული შპაკლი(კნაუფი,როტბანდი), საპირფარეშოში გაკეთებულია კაფელ-მეთლახი, ასევე სამზარეულოშიც.